სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, ინგლისურენოვანი მიუზიკლის - "მერი პოპინსი" პრემიერა შედგა. ბრიტანულმა სკოლამ - დირექტორი: ფიქრია ჭყონია, სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები გააერთიანა. წარმატებულ სპექტაკლს უმასპინძლეს თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო და ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრებმა. სპექტაკლის რეჟისურა ლაშა გოგნიაშვილს ეკუთვნის; მუსიკალური გაფორმება - ვახტანგ და...
წარმატებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის, საჯარო სკოლების მე-10 კლასელი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, დარეჯან ზარანდიას მიჰყავდა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 47 წარმატებულ მოსწავლეს პორტატული პერსონალური კომპიუტერები გადასცეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს...
“საბავშვო არქეოლოგია’’
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის - "საბავშვო არქეოლოგია’’ ფარგლებში, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი პრაქტიკული სწავლება-საუბრები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტმა, რომელიც უკვე მე-12 წელია ხორციელდება, მიმდინარე წელსაც ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლა მოიცვა. პროექტში, რომლის...
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...
სენაკში საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, პროგრამას, ქვეყნის მასშტაბით, 1 157 გამარჯვებული ჰყავს. აქედან, 170 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგენილი პროექტია. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე...
ვაჩნაძის და მშვიდობის ქუჩებზე, მინი სპორტული მოედნები მოეწყო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ, ასევე, ვაჩნაძის და მშვიდობის ქუჩებზე, მინი სპორტული მოედნები მოაწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, დამონტაჟდა ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა. ვაჩნაძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 241 ლარი გამოიყო;...
ეკის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯოლიოს უბანში დაზიანებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯოლიოს უბნის ხიდის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 39 817 ლარი, შპს ,,მენათმა’’ შეასრულა. სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ჭავჭავაძისა და ჯიხას ქუჩებზე - სტიქიის ობიექტებზე იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ჭავჭავაძის ქუჩაზე, ღელე ,,ხაბაზეთსა” და ცენტრალურ კოლექტორზე, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები,...
დღეიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...
მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა
ფოცხოს საექიმო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამედიცინო აქციაში სხვადასხვა პროფილის ექიმები: თერაპევტი - ზურაბ თუთარაშვილი, კარდიოლოგი - მანანა გიორგობიანი, ოფთალმოლოგი - ნინო კალატოზიშვილი, ექოსკოპისტი/რადიოლოგი - ირინა მოდებაძე მონაწილეობენ. სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის...