1 აპრილს, 19:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში წარმოგიდგენილი იქნება სპექტაკლი "ჰარპაგონი". სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი "ჰარპაგონი" განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავი დააზიანა
ძლიერმა ქარმა, სენაკში, რუსთაველის ქუჩის 170-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისაგან იწმინდებოდა გზები. უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩაერთვნენ ა(ა)იპ "სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის“ და მერიის სამსახურების ჯგუფები. სპეციალური კომისია...
სენაკში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
მედიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია კიდევ რამდენიმე კორპუსი. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 264 219 ლარს შეადგენს. უწტების ცნობით, პარალელურად, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში, შიდა საუბნო გზაზე, ასევე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს შეადგენს.
სენაკში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები დაიწყო
მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები დაიწყო სენაკის მუნიციპალიტეტში.
პოლიეთილენის ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი დასუფთავდა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა, პოლიეთილენის ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი დაასუფთავეს. ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა იყო ჩართული.
მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 3 აპრილს დაიწყება
3 აპრილს, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება. სენაკის მუნიციპალიკტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით, მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მენეჯერმა, გიორგი კვარაცხელიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის...
სენაკში დასუფთავების აქცია გაიმართა
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პროექტის - ,,ლურჯი ნაკადული" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების აქცია მოეწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა, ახალსოფლის, ნოსირისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაასუფთავეს მდინარე ტეხურის სანაპირო ზოლი, თბილისი- სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი, ცენტრალური ლოკაციები. ნოქალაქევისა და ახალსოფლის...
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს და მათ მშობლებს შეხვდა და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. შეხვედრის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გასართობი ცენტრის ანიმატორებმა, შოუ გამართეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებზე...
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.