სენაკში, სილოვან შამათავას ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სალიანდაგო ხიდის ქვეშ, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხზე არსებული ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 197 724 ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც შპს "მენათი" ახორციელებს, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.
გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა
საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის წარმატება
ზუგდიდში, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის რეგიონალური ეტაპის თამაშები ბადმინტონში. სენაკის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულმა, ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საწყის ეტაპებზე ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა და შეჯიბრების ფინალში გადავიდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის სამეგრელო ზემო სვანეთის ჩემპიონის ტიტული წილად ხვდა ნოსირის...
საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მედიის...
სენაკის მუნიციპალიტეტში ივნისის წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე: ღელე ფიცუ1-ის დაზიანებული...
ცესკოში 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს
29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს დღეს ცესკოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას არეგულირებს. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის,...
გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სენაკელი ფალავანი, გიორგი ჩხიკვაძე, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (U23), გიორგიმ, 72კგ წონით კატეგორიაში, რუმინელი იგორ ანდრეი ბოტეზი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სენაკში რეაბილიტირდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის შენობა
სენაკის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ისტორიული შენობა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წლების შემდეგ, პირველად, სრულად განახლდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა; რეაბილიტირდა სასწავლო ოთახები, კეთილმოეწყო დერეფანი, ასევე განახლდა მცირე საკონცერტო დარბაზი. ახლადრეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობა ხელოვნების...
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის...
ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყო ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 1 963 308 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. "აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების მანძილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული...