სენაკში სტარტი აიღო “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023”-მა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერითა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის" სენაკის მუნიციპალურმა თამაშებმა, სადაც გეზრბენში (ამანათრბენში) გოგონათა შორის გამარჯვებული ნოსირის საჯარო სკოლა გახდა, ხოლო ვაჟთა შორის -...

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა

რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ...

სენაკში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: სცენის დემონტაჟს და ახლით შეცვლას, სასცენო განათების სისტემის მოწყობას და სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 310 000 ლარს შეადგინა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით...

სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები-მერია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები. ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ქალაქში მიმდინარე სამუშაოებს - ღელე ფიცუ 2-ის ამოწმენდა ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე - თავისი შენაკადებით, ეცნობა. სამუშაოების ღირებულება 48 336 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის, სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ...

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. "ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შეიქმნა სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა...

რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე პროექტები დასრულების ეტაპზეა

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი დასრულების ეტაპზეა. სენაკის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამფითეატრი ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე გახდება, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს. პროექტის ღირებულება 48 223 ლარს შეადგენს. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის პროექტი.

სენაკში გაიმართა შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან

სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG), საერთაშორისო ორგანიზაცია - World Vision საქართველოს წარმომადგენლობის, ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან - ახალგაზრდული მიმართულებით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრეზენტატორებმა საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG) დირექტორმა, დიმა...

სენაკში ქართული სიმღერის საღამო გაიმართება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 20 ნოემბერს, 19 : 00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის - "ქართული მუსიკა რეგიონებს“ ფარგლებში, ქართული სიმღერის საღამო გაიმართება. დასკვნითი საღამო - ცნობილი ქართველი შემსრულებლების: ნეკა სებისკვერაძის, დავით ნოზაძის, აჩიკო ნიჟარაძის, ნათია...

“ადგილობრივი თემების ინფორმირებულობა და ჩართვა საძოვრების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესებში“

დღეს, სასტუმრო "ვერსალის“ საკონფერენციო დარბაზში, პროექტის "ადგილობრივი თემების ინფორმირებულობა და ჩართვა საძოვრების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესებში“, ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - გარემოსდაცვითი გლობალური ფონდის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში,...