სენაკში სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, 27 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, სენაკში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიმართება. 27 მარტს, 14:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, საზეიმოდ გაიხსნება. 28 მარტი, 13:00 საათი -...

მემორანდუმი გაფორმდა “ოკსიჯენსა” და თურქეთის წამყვან კლინიკას შორის

20 მარტს, თურქეთის რესპუბლიკაში, უვადო მემორანდუმი გაფორმდა ქართულ-თურქული კლინიკა “ოკსიჯენსა” და თურქეთის წამყვან კლინიკას შორის. სტუმართა დელეგაციაში შედიოდნენ: თურქეთის წამყვანი კლინიკის გენერალური დირექტორი იასემინ თურანი, ქართულ-თურქული კლინიკის “ოკსიჯენის” დამფუძლებელი გოჩა მოსია, საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია, რომელიც ასევე პროექტის ხელმძღვანელია. შეხვედრაზე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც საფუძველი ჩაეყარა ახლო პარტნიორულ ურთიერთობას და...

ხვალიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

სენაკში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს, 21:00 საათიდან, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიმდებარედ, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა. "შემოგვიერთდით, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. ერთად ვუქომაგოთ მნიშვნელოვან მატჩს"-აღნიშნულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სენაკელი ანასტასია ჯანაშია მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა

ანასტასია ჯანაშია "Youth for Georgia's Future-ის“ მიერ ორგანიზებული პროგრამის - "ლიდერი ახალგაზრდებისთვის, Hagamun-ის“ ფარგლებში, მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანასტასია, ახალგაზრდა ელჩის სტატუსით, ჰააგაში, საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გახლდათ. მისი ავტორობით, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი რეზოლუცია, ჩართული იყო მოდელირებულ დებატებში და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.

სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, სავარაუდო ღირებულებით - 6 მილიონ 901 099 ლარის ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე: ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით - 2 387 724 ლარი; ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ე.წ ,,მეგობრობის'' ქუჩის რეაბილიტაცია...

გახომელაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელაში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 599 743 ლარი შეადგინა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე განხორციელდა: ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ნოქალაქევის საბავშვო ბაღში ჭაბურღილი მოეწყო, რითაც წლების მანძილზე არსებული მწვავე პრობლემა მოგვარდა. პროექტის ღირებულებამ 10...

ლუკა ოჩიგავამ საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

სენაკელმა ფალავანმა, ლუკა ოჩიგავამ საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მესამე ადგილი დაიკავა. ლუკა ოჩიგავა საქართველოს სამგზის ჩემპიონია და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული.

სენაკის მუნიციპალიტეტს 45 ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება

სენაკის მუნიციპალოიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში“, სენაკის მუნიციპალიტეტს, 45 ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება, რისთვისაც, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარია გამოყოფილი. უწყების ცნობით, პროგრამა, ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებასთან ერთად, უზრუნველყოფს თვითმმარველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას და ხელს უწყობს მათ დასაქმებასაც. "2021 - 2023 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე...

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომის მონაწილეები გაეცნენ კომისიის მიერ სამოქალაქო ინიციატივის - "დაარღვიე სიჩუმე - შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებს: ამ ეტაპზე, შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, პროექტის - "არტ-თერაპია“ ფარგლებში, ბავშვთა...