სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართა საღამო - შეხვედრა მონატრებულ ქალაქთან და მსმენელთან. სენაკმა უმასპინძლა თავის ღირსეულ შვილს, ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, მურმან ჯინორიას. საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ...
სენაკში “მუსიკალური საღამო” გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „მუსიკალური საღამოების" ფარგლებში ღონისძიებებს დღეს სენაკმა უმასპინძლა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, საბავშვო ატრაქციები, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამო კი სოფო ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიამ მამისმედიშვილის, ბენდ ,,ნიუტონის" კონცერტით დასრულდა. შოუს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა
2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სენაკს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის "განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ცენტრალური პარკი მოეწყო რუსთაველის ქუჩაზე, ცენტრალური სკვერი - ჭავჭავაძის ქუჩაზე. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი,...
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს სენაკელი ახალგაზრდებიც შეურთდნენ
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, წელს 2400 ახალგაზრდას 10 ნაკადად მიიღებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანაკში მყოფი 15 სენაკელი ახალგაზრდა, თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ინტერაქციულ-საგანმანათლებლო და მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სპორტულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა ტურნირში. სენაკელ...
27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...
სენაკში “მუსიკალური საღამო” გაიმართება
2 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ხეივანში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-22:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 19:00-22:00 კულინარიული მასტერკლასები; 19:00-22:00 სადეგუსტაციო და კვების ზონა; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - 22:00 საათი; მარიამ მამისმედიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ბენდი “ნიუტონი.
ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...
1-2-3 სექტემბერს გაიმართება ლიტერატურული ფესტივალი ”ქუჯი”
1-2-3 სექტემბერს, ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ლიტერატურული ფესტივალი ”ქუჯი” გაიმართება. გთავაზობთ ფესტივალის დეტალებს. გაგაცნობთ ლიტერატურული ფესტივალის “ქუჯი-2023” პროგრამას.1 სექტემბერი: სენაკის მუნიციპალიტეტი 14:30-15:00 ფესტივალის ოფიციალური გახსნა ისტორიული ციხეგოჯის ტერიტორიაზე. 15:00:16:00 ნოქალაქევის დათვალიერება. 16:00:18:00 ლიტ. კონკურსი “ქუჯი-2023”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება და იუბილარ პოეტთა, პროზაიკოსთა დაჯილდოება გიორგი ჭყონდიდელის პრემიით. 20:00:12:00 საზეიმო ბანკეტი რესტორან...
სენაკში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო პროექტების სამიზნე აუდიტორიაა - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის და სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებისთვის (სკოლის დირექციის მეშვეობით), საპროექტო განაცხადის წარდგენის ვადაა - 15 სექტემბერი.