სენაკის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის

18 სექტემბერს, 18:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის 145 -ე სეზონს სპექტაკლით, "კაცია ადამიანი".

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით სტუდენტთა განცხადებების მიღება დაიწყო

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განცხადებების მიღება დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადების წარმოდგენა ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ....

7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა...

3-4 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.  2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. პროფესიულ...

ცხადდება სამ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობისათვის, მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 1 სექტემბრიდან დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სტაჟირების პროგრამა 3 თვიანია და და მოიცავს 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებადი სტაჟირებისათვის, 5 ვაკანტურ პოზიციაზე, გამოაცხადა კონკურსი....

სენაკში ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა – პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა - პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის. სახელმწიფო პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუწიოს სათანადო დახმარება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება. სერვისი, მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და...

27-29 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 27 აგვისტოს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 28-29 აგვისტოს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე...

29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

გიორგი ჯინჭარაძე სენაკის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებას ეწვია, სადაც დევნილთა საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ პირადად მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია დასახლებაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და იმ პრობლემური საკითხების შესახებ, რომელიც...