“სხივი – სარკმლიდან გადმოშვებული”

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდულმა თეატრმა ,,ფიროსმანი”, დიმიტრი ჯაიანის სახელობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "სხივი - სარკმლიდან გადმოშვებული" ითამაშა. სპექტაკლის რეჟისორია ვეფხვია გორგოძე. სპექტაკლს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ გურანდა შამათავასთან და მოწვეული სტუმრებთან ერთად...

სენაკელმა ლუკა ჩიქობავამ მადრიდის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელი, ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, ლუკა ჩიქობავა მადრიდის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლუკა, ცხრა თვეა, რაც ესპანეთის კალათბურთის აკადემიაში წარმატებულად აგრძელებს კარიერას. სენაკელმა კალათბურთელმა გუნდს არაერთი გამარჯვება მოუტანა და თამაშების უპირობო ლიდერის ტიტული ორჯერ მოიპოვა.

გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ...

სენაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტი ხორციელდება

სენაკში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობებს, არსებულ ჭაბურღილებსა და სატუმბ სადგურს. ეწყობა 187,5 კმ - წყალმომარაგების, ხოლო 5,5 კმ - მაგისტრალური ქსელი. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი....

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...

სენაკში მამაკაცი დაჭრეს

მედიის ინფორმაციით, სენაკში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

სენაკში შემეცნებითი ღონისძიება – “მსოფლიო ერთ სცენაზე” გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, შემეცნებითი ღონისძიება - "მსოფლიო ერთ სცენაზე” გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბადრი ქუთელია და ნანა ზარანდია, საღამოს ორგანიზატორთან, საგანმაგანთლებლო რესურსცენტრის უფროსთან, ელისო შურღაიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. საჯარო და...

30 მაისს 31 მაისის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

სენაკში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

სენაკის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, ცნობილი შემსრულებლების - თამარ ლიჩელის, ლიზი რამიშვილის, გოჩა დათუსანის, გიორგი ხაინდრავას და ნათია ქავთარაძის მონაწილეობით, ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 29 მაისს, 17:00 საათზე, არტ-ფესტი 2025, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გალა...

26 მაისი სენაკში

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა და ფოტოზონები. ნოქალაქევის ციხე-გოჯის ტერიტორიაზე რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის ინიციატივით, დილიდან, სტარტი აიღო სპორტულმა მარათონმა. დღის მანძილზე, ჟიული...