სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსახლეობის უსაფრთხოება და მოხდეს მყისიერი რეაგირება დაზარალებულთა დასახმარებლად. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამაშველო და მერიის სამსახურების ჯგუფებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქარის...
საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტება საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებამ. მათ შორის ადგილი აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციას. დაინტერესებული მხარეები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ...
1-2 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების...
ძლიერმა ქარმა სენაკში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა დააზიანა სენაკის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, წაქცეულია ხეები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისაგან იწმინდება ჩახერგილი გზები. "ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩართულები არიან ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების...
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის...
26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს გიორგი კალანდარიშვილმა და კრის ალანმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე
კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო...
საქართველოს ეროვნულ გმირებს პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხახუბიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ყვავილებით...
სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სენაკში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის - "მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, შეხვედრებზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტული საკითხები წარმოადგინეს. კენჭისყრის შედეგად, მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების პროგრამის ფარგლებში - ქალაქად - დავით აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ხორავასა...









