სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. საქართველოს...
შსს: ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია პირველი მაისიდან გაიზრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს...
სენაკის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 19 და 20 იანვარს წარმოადგენს სპექტაკლს "ჩიპოლინოს თავგადასავალი". "თეატრის თითოეული თანამშრომელი ჩართულია სპექტაკლის“ ჩიპოლინოს თავგადასავალი” გრანდიოზულ წარმოებაში! სულმოუთქმენლად ველოდებით ჩვენ პატარა მაყურებელს, რომ ვიხილოთ მათი გაოცებული სახეები და გახარებული გულები! მათი სიხარული სენაკის თეატრისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება."-აღნიშნულია სენაკის აკაკი ხორავას სახელობის...
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება
ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. “კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი...
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი იზრდება
მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული...
სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი, დაშავდა.
14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. "13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს გზის გაწმენდა. “ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს...
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დასახელების ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მაღალი...