სენაკში “ვეფხისტყაოსნის” დღე აღინიშნა

"ვეფხისტყაოსნის" დღეს, სენაკში, რუსთველის პოემის საჯარო კითხვის მარათონი გაიმართა. ამფითეატრის სცენაზე, ,,ვეფხისტყაოსნის’’ საჯარო კითხვაში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზის სტუდენტები და მოხალისეები ჩაერთნენ. ,,ვეფხისტყაოსნის’’ თემატიკაზე, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ილუსტრაციებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა. ,,ვეფხისტყაოსნის’’ დღესთან დაკავშირებით, ქალაქის...

“ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება”

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, კონფერენცია - "ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება საქართველოში" გაიმართა. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ათეას აღმასრულებელმა...

სენაკში “ბოლო ზარი 2023“ გაიმართება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, 18 ივნისს, ქალაქის ცენტრალურ პარკში, კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება "ბოლო ზარი 2023“ გაიმართება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოზე მონაწილეობას მუნიციპალიტეტის პირველი, მეორე საჯარო სკოლების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ,,მარიოტას" კურსდამთავრებულები მიიღებენ. საღამოს აჩიკო...

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება...

“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, პროექტის "დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემოვიდა 13 საპროექტო წინადადება. უწყების ცნობით, 4 საპროექტო წინადადება გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე. კენჭისყრის შედეგად, 3 პროექტი გაიმარჯვებს. გამარჯვებული პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდება. საჯარო კენჭისყრის ეტაპი დაიწყებულია და 23 ივნისამდე...

სენაკს სამი ნაგავმზიდი და პიკაპის მარკის 3 სატვირთო მანქანა გადაეცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, სამი ნაგავმზიდი და პიკაპის მარკის 3 სატვირთო მანქანა გადაეცა. ახალი, 13 კუბური მეტრის ტევადობის ნაგავმზიდები, დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას და მყარი ნარჩენების მართვის მაქსიმალურად გაუმჯობესებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. პროექტი - „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ,...

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ...

ჩატარდა ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია “კუჩხიბედინერის“ – ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის...

დევნილთა დასახლებაში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა

სენაკში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, წყალსატევები. მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოებს, უსაფრთხოების წესების დაცვით, სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. ქიმიური დეზინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ეკოლოგიურად უსაფრთხო...

“მწვანე ჯილდო”

თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის - "მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურსის ფინალისტთა ათეულში გავიდა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები/საქართველოს რჩეულის ტიტული წილად ხვდა სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების N6 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელს, თამარ ქანთარიას....