სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 23 ბაღის მშენებლობა და 23-ის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მათივე ცნობით, რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დაიწყო და მიმდინარეობს – 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა „რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დასრულდა – 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და...

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის...

8 სენაკელი სტუდენტი დაფინანსდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, პირველად, მუნიციპალიტეტის მერიაში, სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა მოიცავს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე, დედ-მამით ობოლი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სწავლის საფასურის 50% - 1125 ლარის ოდენობით. ამ დროისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 8...

სენაკში გაიმართა საქართველოს 30-ე ჩემპიონატი კიკბოქსინგში

დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს 30-ე ჩემპიონატი კიკბოქსინგში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატი, რომელიც საზეიმოდ 3 ივნისს გაიხსნა, საქართველოს ტაიბოქსის და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის, მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, ფედერაციის პრეზიდენტის, გოჩა ჯავახიას ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს 14 მუნიციპალიტეტის...

“მომავლის არქიტექტორები 2023”

დღეს, პროექტის - "ხელოვნების საკვირაო სკოლა" ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში, სახვითი (სივრცითი) და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით, შეხვედრა "მომავლის არქიტექტორები 2023" გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო პროექტში ჩართული სენაკელი ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილ იქნა ნახაზები, ნახაზების აპლიკაციები, შეუღლების ამოცანები, ნახატები - შავ-თეთრ გრაფიკაში და არქიტექტურული მაკეტები. პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის...

სასწარფო დახმარების ახალი მანქანები რეგიონებში გადანაწილდება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.

ბავშვთა დაცვის დღე სენაკში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკში, საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა უმასპინძლა, სადაც ტრადიციული საზეიმო კონცერტი გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, პლენერი და სახეზე ხატვა მოეწყო. სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი, ხელოვნების ცენტრის...

სენაკი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სენაკში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 14:00 საათი - საზეიმო კონცერტი, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით - მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების...

ჭავჭავაძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი. ჭყონდიდელის ქუჩიდან გაზის ყოფილ ტრესტამდე, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 244 824 ლარს შეადგენს.

სენაკში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციის “ორნი აქა იქ” პრემიერა გაიმართა

დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სცენაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციის - ,,ორნი აქა იქ" პრემიერა გაიმართა. კომპოზიციის ინსცენირება და რეჟისურა ეკუთვნის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გენერალურ მენეჯერს და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრის მსახიობს, ბექა ჯუმუტიას; მუსიკალური ხელმძღვანელი...