გაიხსნა თამაზ (ვიტალი) ვახანიას და შოთა ჯავახიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი კრივში

სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების - თამაზ (ვიტალი) ვახანიას და შოთა ჯავახიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი კრივში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ სენაკის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერეს, ბათუმის, მესტიის, ზუგდიდის, ხობის, ფოთის 2009-2013 წლებში დაბადებულ მოკრივეთა გუნდები. ღია ტურნირი კრივში, რომელიც ხელს უწყობს სპორტის ამ...

სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში

ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”. ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე. ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან. პირველი დღე: სთორითელინგი: •რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის...

26 მაისი სენაკში

26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, დილიდან, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით იმართება. სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის...

სენაკში ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, სტიქიის ობიექტებზე იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ღელე ფიცუ 2-ის დაზიანებული სანიაღვრე რკინა-ბეტონის...

ცესკომ 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარუდგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა და მონაწილეებს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა როგორებიცაა: საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების, წინასწარი შედეგების გამოცხადების, კენჭისყრის...

სენაკის X მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, თამარ ბულიამ მასტერკლასი ჩაატარა

სენაკის X მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ბულიამ, მასტერკლასი ჩაატარა. სენაკის მუნიციპალკიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, თამარ ბულიამ, ასევე ისაუბრა მუსიკალური ხელოვნების ნიუანსებსა და საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე. უწყების ცნობით, დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო...

დღეს “აფხაზეთობა” აღინიშნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

თეა დარჩიამ, ცეკვის სტუდია “თედასთან” ერთად, შეხვედრა-კონცერტი გამართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, სუხიშვილების პრიმა მოცეკვავემ და სოლისტმა, თეა დარჩიამ, ცეკვის სტუდია "თედასთან" ერთად, შეხვედრა-კონცერტი გამართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სცენაზე, მოცეკვავემ, "თედასელებთან" ერთად, "როკვით განფენილი გენიის" ნამდვილი დღე სასწაული მოაწყო. "სენაკი არტ-ფესტივალი 2023’’, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით,...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები...

პარლამენტმა გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო. ინფორმაციისთვის: გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.