15-დან 25 მაისის ჩათვლით, სენაკი მუსიკალურ ფესტივალს მეათედ უმასპინძლებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საიუბილეო თარიღს, "სენაკი არტ-ფესტივალი" სიახლეებით, საერთაშორისო მასშტაბის ხელოვანების შემოქმედებითი საღამოებით, ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების წარმოჩენით აღნიშნავს. სენაკის მუსიკალური ფესტივალი, რომლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, სენაკის საპატიო მოქალაქე,...
ზუგდიდის და ბათუმის “ემ-ემ-ტე ლაიფლაინის” ფილიალებს ექიმი-უროლოგი ეწვევა
19 მაისს ზუგდიდში და 20 მაისს ბათუმში, უფროსი ექიმი-უროლოგი გიორგი კალანდია, ეწვევა “ემ-ემ-ტე ლაიფლაინს” ზუგდიდის და ბათუმის ფილიალებს. კონსულტაციაზე ჩაწერები უკვე დაწყებულია. დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონზე: 𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი და დაგიკავშირდებით. ქ. ზუგდიდი, გამარჯვების ქ. N9 ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 35
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში,...
სპექტაკლის “HELLADOS – გაკვეთილი“ პრემიერა შედგა
დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სცენაზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სპექტაკლის -"HELLADOS - გაკვეთილი“ პრემიერა შედგა. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. პრემიერას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან...
სენაკში მიმდინარეობს ზონალური ტურნირი ჭაბუკ ხელბურთელთა შორის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, სენაკში მიმდინარეობს, საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთის ზონალური ტურნირი ჭაბუკ ხელბურთელთა შორის.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...
რევოლუცია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში – Focal One და Exact Vu ტექნოლოგიების უპირატესობები MMT ჰოსპიტალში
ზუგდიდიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დიაგნოსტირება. პროსტატის კიბო მამაკაცებში კანის კიბოს შემდეგ ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ონკოლოგიური დაავადებაა და იგი მამაკაცებში ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვალების წამყვანი მიზეზია. სამწუხაროდ, 7-დან 1 მამაკაცს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაესმევა. ამჟამად, ადრეული გამოვლენა და სკრინინგი ერთადერთი საშუალებაა პროსტატის მეტასტაზური კიბოს და ამ დაავადებასთან...
სენაკსა და ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების გარბენი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად.
ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცესკო-ს ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“). შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტისშუალედური არჩევნებისთვის...
რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...