სენაკის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორ ადგილას დაიმეწყრა გზა ზანაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზები, ეზოები დაიტბორა თეკლათში, ჭალადიდში, გეჯეთში, ეკში, მენჯში, ნოქალაქევში. დაზარალდა მოსახლეობა. უწყების ცნობით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს
სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. "მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის...
სენაკის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სენაკის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით. საბჭოს წევრების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრაცია 34-მა ახალგაზრდამ გაიარა, მათგან, საკონკურსო კომისიის წევრებმა, გასაუბრების შედეგად, 15 კონკურსანტი შეარჩიეს.
გიორგი ქვარცხავა ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია
სენაკელი ფალავანი, ორგზის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, გიორგი ქვარცხავა, ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გიორგი ქვარცხავა ბერძნულ-რომაული სტილით 15 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, პირველი სპორტსმენია სენაკიდან, ვისაც წილად ვიცე-ჩემპიონის ტიტული ხვდა.
სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ალექსანდრე ჯანჯღავამ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ორგანიზებით გამართული ანგარიშის პრეზენტაციას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, შესაბამისი სამსახურებისა და სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ხანგრძლივი, წარმატებული, საქმიანობისა და...
სენაკში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის...
მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...
დღეს, ერთიანი ეოროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...
სენაკში დასრულდა სამოქალაქო ბიუჯეტირების კენჭისყრა
სენაკის მუნიციპალიტეტში დასრულდა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კენჭისყრის ეტაპი. საკითხთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის წევრებს: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, დონარა ალანიას; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ნანა ზარანდიას; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს, გივი მისაბიშვილს; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის...