სენაკში “ზაფხულის საღამოები” გადაიდო

კურორტ შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო 5 და 6 აგვისტოს სენაკსა და აბაშაში დაგეგმილი ,,ზაფხულის საღამოები” გადაიდო.

რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი სენაკის თეატრში გაიხსნა

1 აგვისტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა) დაიწყო რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა...

სენაკში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

5 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ხეივანში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ პროგრამა: 19:00-22:00 ორი ფოტოზონა; 19:00-22:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-22:00 კულინარიული მასტერკლასები; 19:00-22:00 სადეგუსტაციო და კვების ზონა; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ქუქისებზე ხატვის მასტერკლასი, ანიმატორები; 20:00 საათი კონცერტი - მარიამ მამისმედიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა ჯგუფი „ნიუტონი“; წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე.

დღეს, სენაკში, რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი სტარტს აიღებს

სენაკის მუნიცილაიტეტის მერის ინფორმაციით, რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, დღეს, სტარტს უკვე მეოთხედ, სენაკში იღებს. ფესტივალის სენაკურ დღეებს, 19:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, პრემიერით ,,რომეო და ჯულიეტა“ გახსნის. საფესტივალო პროგრამა უილიამ შექსპირის პირველი ფოლიოს 400...

ხვალ ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების...

სენაკის მერიასა და დევნილთა მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, სალომე დოლიძესთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის დირექტორთან, ნინო ჯანჯღავასთან...

სენაკში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა, დღე, რომელიც ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ტვირთისა და დაავადების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო, სამედიცინო და სამოქალაქო სექტორებს აერთიანებს. სენაკის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ცენტრის მობილური ბრიგადა სკრინინგ აქციას მართავს, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და...

საქართველოს რკინიგზამ სენაკის სადგური დაასუფთავა

საქართველოს რკინიგზამ სადგურ სენაკის და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორია დაასუფთავა. საქართველოს რკინიგზიის ინფორმაციით, დასუფთავების გეგმიურ აქციაში მგზავრთა გადაყვანის, ინფრასტრუქტურის ფილიალების და სენაკის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დასუფთავდა სადგურის გარე და შიდა პერიმეტრი, ბაქანი, სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული მონაკვეთები. უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს, საქართველოს რკინიგზა პერნამენტულად ახორციელებს.

“ლურჯი ბაღის” მოცვის პლანტაცია ზანაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის "ლურჯი ბაღი“ მოცვის პლანტაცია და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს. 2020 წელს, კომპანიამ „ლურჯი ბაღი“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 17 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის...

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას,...