10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი...

ირაკლი ჩიქოვანი მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე

ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკში და ხობში, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, ნათლად მიანიშნებს რადიკალური ოპოზიციის და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალის თუ მედიასაშუალების გაკოტრებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. “დარწმუნებულები ვართ და აქ არ არის დიდი კონკურენცია, რომ გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და...

გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის ფოთში, # მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ხმა სტაბილურობას, მშვიდობას , განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.

გიორგი შარაბიძე:  საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. “მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფოთის #6 უბანზე, შესაბამისად, აქ მიმდინარეობს კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვაკვირდებით პროცესს და ვხედავთ რომ, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მონაწილეობს არჩევნებში შეფერხებების გარეშე. ასევე შემიძლია ვთქვა...

ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა. მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა. „ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა...

ცესკო – გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების...

სენაკში არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ...

გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის ზონალური ეტაპი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ორგანიზებით, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის ზონალური ეტაპი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის მოსწავლეთა გაერთიანებულმა გუნდმა, სენაკის მუნიციპალიტეტის...

სენაკელ კალათბურთელებს სიგელები და სპორტული ეკიპირება გადაეცათ

დღეს, სამეგრელო ზემო სვანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბექა ბექაიამ და ფედერაციის წარმომადგენლებმა, სენაკის სასპორტო გაერთიანების კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელ-მასწავლებლებსა და კალათბურთელებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს, სიგელები და სპორტული ეკიპირება გადასცეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის სპორტის ისტორიაში, პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდმა მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული და...

მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ. 30 გამარჯვებული...