სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცა. ბენეფიციარებს ეტლები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად გადასცა. "ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე პირებზე ზრუნვაა. სენაკის მუნიციპალიტეტი აქტიურად გააგრძელებს მსგავს აქტივობებს, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა. ეტლებით...
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ
300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...
სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცა
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II)” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცათ 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ურნები, ხოლო 74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმიდნარე წლის აგვისტოში დასრულდება. ამჟამად სამეგრელო-ზემო...
სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...
“Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, “Starring Georgia-ს“ იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება. უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები: „Nile Rodgers &...
კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)...
მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს სასაჩუქრე ნობათები გადაეცათ
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ და მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომა მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასაჩუქრე ნობათები კვების ცენტრის 200-მა ბენეფიციარმა და მათმა ოჯახებმა მიიღო.
სენაკში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებული შენობა გაიხსნა
სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის და სენაკის საპატიო მოქალაქის, დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის...
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების...
სენაკის მუნიციპალიტეტში სამი ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 10,3 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ასევე ქალაქ ფოთში და...