სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვაზე ჯარიმები წესდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...

ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ 1 347 განაცხადი დარეგისტრირდა

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ 1 347 განაცხადი დარეგისტრირდა. “კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადები ელექტრონული პლატფორმის konkursi.cec.gov.ge გამოყენებით წარედგინათ. ამ საშუალებით 171-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 1 176-მა მონაწილემ კი განაცხადი მატერიალური სახით...

მერია: ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 264 219 ლარს შეადგენს. პარალელურად, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში, შიდა საუბნო გზაზე, ასევე მიმდინარეობს ასფალტო ბეტონის დაგების პროცესი. სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს...

ქალაქური საღამო სენაკში

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ადმინისტრაციული სამსახურების ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქალაქური საღამო გაიმართა. მონატრებული მსმენელს, სენაკელ ქალბატონებს, დედისა და ქალთა დღესასწაულები ყველა თაობისთვის საყვარელმა ანსამბლმა ,,შვიდკაცამ" და ტელეწამყვანმა, ზურა ბალანჩივაძემ მიულოცეს. საღამოს...

დარეჯან თოლორდავას სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ღვაწლმოსილ სენაკელ ქალბატონს, დამსახურებულ ექიმ-პედიატრს, დარეჯან სორდია-თოლორდავას - ხანგრძლივი, ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობის, მედიცინის სფეროსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, საპატიო მოქალაქის სიგელი დარეჯან თოლორდავას ვაჟს, ანსამბლ ,"შვიდკაცას" წევრს, ლევან თოლორდავას გადასცა.

სენაკის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში – ოქტომბერში,...

ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის - ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოწამეობრივ აღსასრულს მიეძღვნა ფოტოგამოფენები, ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მუზეუმებსა და ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში,...

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთო ჯამში უნდა აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიების 1 312...

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში სენაკის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო

ფოთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური ეტაპი დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული კალენდრის მიხედვით, შეჯიბრება გაიმართა 3x3 კალათბურთში, როგორც გოგონათა, ასევე, ვაჟთა შორის. სენაკის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულებმა - პირველი საჯარო სკოლის გოგონათა და მეორე...

სენაკის მერმა დედის დღე 3 მარტს მოვლენილი ახალშობილების დედებს მიულოცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, დედის დღე, 3 მარტს მოვლენილი ახალშობილების დედებს, კლინიკა "სენამედში" მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. "გაზაფხულის შემობრძანებას და დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო დედებო. ეს დღე მინდა მივულოცო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს, მეუღლეებს, ჩვენს უხუცესებს, სენაკის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს, ყველა დედას, ჩვენს მრავალშვილიან დედებს, სხვადასხვა...