სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქალი გარდაიცვალა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა. სენაკის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 738 000 ლარია გამოყოფილი. პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ზემო ჭალადიდში, თეკლათსა და ახალსოფელში,...

თურქეთში მიწისძვრას სენაკელი ქალი ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეც ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე ქალია. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. ინფორმაციისთვის: მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს თურქეთში მყოფი მოქალაქეებისთვის

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას...

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს-მერია

სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გრძელდება ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება მრავალბინიანი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, მთავრობის...

სენაკში 3-დან 6 თებერვლის ჩათვლით,10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამუშაოებთან დაკავშირებით, სენაკში, 3-დან 6 თებერვლის ჩათვლით,10:00-დან 18:00 საათამდე, „ენერგო-პრო ჯორჯიას’’ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე - „კოლხიდა 1“- ზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მშვიდობის, ცერცვაძის, კოსტავას, გამსახურდიას, სამტრედიის, ფიროსმანის, ნაფეტვარიძისა და მიმდებარე ქუჩებზე; ასევე,...

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის, რუსლან საჯაიას მიერ, წარმოდგენილ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: პროექტის - „ვიზრუნოთ ჩვენს უფროს თაობაზე“ ფარგლებში,...

ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100...

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს

სენაკში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან და...