ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და...
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძე პირადად გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ საქმიანობებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო...
ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ...
საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება. „ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16...
სენაკში სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა გაიხსნა
დღეს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. თეატრალურ ფესტივალში, რომელიც მეორე წელია ტარდება, წელს, 12 საჯარო სკოლა და ახალგაზრდული თეატრი მიიღებს მონაწილეობას. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოლიმპიადის ფარგლებში, სასკოლო თეატრალური დასები...
სენაკელი სპორტსმენების წარმატება
სენაკელი სპორტსმენები, ანანო კინწურაშვილი და მარიამ სიჭინავა სამბოში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ფოტო: სენაკის მერია
ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულში, ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივი მეტრია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა. პროექტი, ღირებულებით - 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
“ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა
ნოქალაქევში, ისტორიული ციხე-გოჯის ტერიტორიაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ციხე-ქალაქმა, ყველა თაობის სტუმარს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონსიძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ 2024 წლის საპატიო სენაკელები. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე...
სენაკში, სამშობიარო სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის სამშობიარო სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, სამშობიარო სახლის დირექტორს, კესო ვახანიას და კლინიკის ექიმებს შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, სენაკის სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება 2017 წელს შეწყვიტა და მხოლოდ ლაბორატორიულ...
“იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ…”
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, დღეს, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სპექტაკლი - “იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ...” წარადგინა. სევდიან კომედიაში მონაწილეობენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: მარინა კახიანი, სოსო აბრამიშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ნინო თარხან-მოურავი, ბაჩი ლეჟავა, მარიტა მესხორაძე, დარეჯან...