სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის გზის 50-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14-15 ივნისს, მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა –...
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დასრულებულია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დასრულებულია. უწყების ცნობით, კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 6 საპროექტო წინადადება, მათგან, მოქალაქეების ჩართულობით, ხმათა უმრავლესობით, ორმა პროექტმა გაიმარჯვა. ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში ორი ერთეული მულტიფუნქციური ენერგოეფექტური მოსაცდელი და ჭავჭავაძის ქუჩის N 82ა-ში საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა. 2025...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. უწყების ცნობით, 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი....
“სხივი – სარკმლიდან გადმოშვებული”
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდულმა თეატრმა ,,ფიროსმანი”, დიმიტრი ჯაიანის სახელობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "სხივი - სარკმლიდან გადმოშვებული" ითამაშა. სპექტაკლის რეჟისორია ვეფხვია გორგოძე. სპექტაკლს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ გურანდა შამათავასთან და მოწვეული სტუმრებთან ერთად...
სენაკელმა ლუკა ჩიქობავამ მადრიდის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის საუკეთესო კალათბურთელი, ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, ლუკა ჩიქობავა მადრიდის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლუკა, ცხრა თვეა, რაც ესპანეთის კალათბურთის აკადემიაში წარმატებულად აგრძელებს კარიერას. სენაკელმა კალათბურთელმა გუნდს არაერთი გამარჯვება მოუტანა და თამაშების უპირობო ლიდერის ტიტული ორჯერ მოიპოვა.
გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ...
სენაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტი ხორციელდება
სენაკში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობებს, არსებულ ჭაბურღილებსა და სატუმბ სადგურს. ეწყობა 187,5 კმ - წყალმომარაგების, ხოლო 5,5 კმ - მაგისტრალური ქსელი. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი....
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...
სენაკში მამაკაცი დაჭრეს
მედიის ინფორმაციით, სენაკში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.