ქვეყანაში, 14 აგვისტოდან, სამკვირიანი პანდემიააკრძალვები იწყება

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...

სოციალური ღონისძიებების მასპინძლები დაჯარიმდებიან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...

“ლაზიკამედში” 67 კორონაინფიცირებული მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკის კლინიკა “ლაზიკამედში” იმყოფება 67 კოვიდპაციენტი. მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 56 ადამიანი. ხოლო სენაკის კლინიკა "სენამედში" იმყოფება 12 კოვიდ პაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში, ​2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

სენაკის ლაზიკა “მედიში” 59 კოვიდპაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 12 კოვიდპაციენტი. სენაკი ლაზიკა "მედი" 59 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 50 ადამიანი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

სენაკში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სენაკის მცხოვრები 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 735 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

“სენამედში” 12 კოვიდპაციენტი მკურნალობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმნისტრაციის ინფორმაციით, სენაკის კლინიკა “სენამედში’ იმყოფება 12 კოვიდპაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი 59 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 45 პაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლები

გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ოფისი სენაკში გახსნა

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სენაკში ოფისი გახსნა. სენკის ოფისის გახსნას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან გიორგი გახარიასთან ერთად ესწრებოდნენ: პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, პოლიტსაბჭოს წევრები ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, გიგა ფარულავა, ასევე პარტიის ახალგაზრდული მდივანი საბა ჯიქიძე ​და პარტიის წევრები ილია ახალაია, მალხაზ თორია, გეგა შენგელია და ქეთი ლომია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სენაკის მერი “ეტალონის” გამარჯვებულს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის წარმატებულ მოსწავლეს, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის“ გამარჯვებულს, ,,სენაკის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მფლობელს, ზურაბ წირქვაძეს შეხვდა. სენაკის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, LIVE რეჟიმში, დისტანციური ფორმატით,...