სენაკში ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს, ქუჯის ისტორიულ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმისა და შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სენაკის სახალხო ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღეები აღინიშნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კოსტუმირებული მსვლელობა ციხე-გოჯში, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით - სიმბოლურად, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ...

სენაკში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში  ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებულმა რ.გ.-მ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა უკანონოდ...

მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

სენაკის მერი “სინოფარმით” აიცრა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 მაისს, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინურ გაერთიანებაში ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდებათ მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს. ,,მინდა ყველას მოვუწოდო რომ, გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ინფიცირების საფრთხე გარშემომყოფებსაც არ შევუქმნათ. ვაქცინაცია...

სენაკში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 83 წლის ქალი და 84 წლის მამაკაცია. ორივე სენაკის მცხოვრები იყო. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 622 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 710, პისიარტესტით – 9 952.

სენაკში სახლი დაიწვა

სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. 

კორონავირუსით სენაკის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაიცვალა სენაკის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი, რომელიც მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადიოდა. ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 547 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალა 18 პაციენტი.

სენაკში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. სენაკში ვაქცინაციის პროცესი მიმდიარეობს სენაკის ამბულატორიულ/პოლიკლინიკური გაერთიანებაში (მის: რუსთაველის №114). ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და...