მერმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ გადელიამ სენაკელებს გააცნო მერობის პერიოდში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით. სენაკის მერმა ასევე წარადგინა მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები...

30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიასა და ნოდარ კანკიას ხსოვნას და გმირების ბიუსტები ყვავილებით შეამკეს. სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა...

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...

ზემო ჭალადიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გოლასკური - ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით - 631 578 ლარი. უწყების ცნობით, ასევე - ზემო ჭალადიდის ცენტრიდან საგვიჩიოს მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის I და II ეტაპის სამუშაოები, საერთო ღირებულებით - 804 490 ლარი. პროექტები საქართველოს რეგიონებში...

სენაკში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება. უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე. სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები...

სენაკის მერიამ კლიმატის ჰაკათონში გამარჯვებული 2 გუნდი დააჯილდოვა

სენაკის მერიამ კლიმატის ჰაკათონში გამარჯვებულ ორ რჩეულ გუნდს - Ecotege და Planet Plat - 6 000 ლარი გადასცა. ჰაკათონი Climate Hack სენაკის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. კლიმატის ჰაკათონში - „ClimateChak 2025”, საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებისგან შემდგარმა 20 გუნდმა, მენტორებთან ერთად, კლიმატის...

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის...

21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...

სენაკში, “ქალაქის დღე“ აღინიშნა

16 სექტემბერს, სენაკში, ,,ქალაქის დღე“ აღინიშნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახვითი ხელოვნების გალერეაში, გაიმართა ოქროს ფონდში დაცული ფერწერული ტილოების გამოფენა. ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონები, ახალგაზრდული შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, კონცერტი - ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. გაიმართა სპორტული აქტივობები - ტურნირები ქართულ ჭიდაობასა და...