სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ,,მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების’’ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ევროკომისიის პროექტის "მერების შეთანხმება აღმოსავლეთის" ექსპერტმა, მერების შეთანხმების აღმოსავლეთ პარტნიორობის სამდივნოს წევრმა, გიორგი აბულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - ,,მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (მეგსკ) შემუშავება...
მთავრობა: ონკოპაციენტებს, როგორც გეგმიური ისე გადაუდებელი ოპერაციები დაუფინანსდებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც,...
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. “მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო...
სენაკის ბაღებში “ბარაქიანი შემოდგომის’’ კვირეული ჩატარდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 26-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში "ბარაქიანი შემოდგომის’’ კვირეული ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქტივობების კვირეული, მე-6 ბაგა-ბაღში გამართულმა შემოდგომის დღესასწაულმა დაასრულა. შემოდგომის ფერებით, პედაგოგებისა და აღსაზრდელების ხალისიანი ჩართულობით გამორჩეულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინგლისურენოვანი მიუზიკლის “მერი პოპინსი” პრემიერა შედგა
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, ინგლისურენოვანი მიუზიკლის - "მერი პოპინსი" პრემიერა შედგა. ბრიტანულმა სკოლამ - დირექტორი: ფიქრია ჭყონია, სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები გააერთიანა. წარმატებულ სპექტაკლს უმასპინძლეს თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო და ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრებმა. სპექტაკლის რეჟისურა ლაშა გოგნიაშვილს ეკუთვნის; მუსიკალური გაფორმება - ვახტანგ და...
წარმატებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის, საჯარო სკოლების მე-10 კლასელი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, დარეჯან ზარანდიას მიჰყავდა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 47 წარმატებულ მოსწავლეს პორტატული პერსონალური კომპიუტერები გადასცეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს...
“საბავშვო არქეოლოგია’’
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის - "საბავშვო არქეოლოგია’’ ფარგლებში, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი პრაქტიკული სწავლება-საუბრები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტმა, რომელიც უკვე მე-12 წელია ხორციელდება, მიმდინარე წელსაც ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლა მოიცვა. პროექტში, რომლის...
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...
სენაკში საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, პროგრამას, ქვეყნის მასშტაბით, 1 157 გამარჯვებული ჰყავს. აქედან, 170 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგენილი პროექტია. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე...
ვაჩნაძის და მშვიდობის ქუჩებზე, მინი სპორტული მოედნები მოეწყო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ, ასევე, ვაჩნაძის და მშვიდობის ქუჩებზე, მინი სპორტული მოედნები მოაწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, დამონტაჟდა ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა. ვაჩნაძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 241 ლარი გამოიყო;...