გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება....
სენაკში, ორ ლოკაციაზე, ბინოკლი განთავსდა
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ურთერთთანამშრომლობით, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ხეობაში, რუხი ყანჩების (Ardea cinerea) ბუდობის ადგილზე, ბინოკლი განთავსდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბინოკლი ასევე განთავსდა ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე "ასსაფეხურიან კიბესთან”, საიდანაც სენაკის თვალისმომჭრელი ხედები იშლება....
8-10 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. “ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება....
სენაკელი სპორტსმენების წარმატება
სენაკელი სპორტსმენები, ანანო კინწურაშვილი და მარიამ სიჭინავა სამბოში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ფოტო: სენაკის მერია
სენაკის მუნიციპალიტეტში, სამი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დასრულდა სამი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოები, საერთო ღირებულებით - 7 370 477 ლარი. სსიპ ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით - 2 794 373 ლარი; სსიპ ხორშის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოები, ღირებულებით - 2 249 179...
4-6 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. “თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი....
ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულში, ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივი მეტრია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა. პროექტი, ღირებულებით - 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...
დღეს ნინოობა აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი,...