დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...
სენაკის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო წელი, განახლებული ინფრასტრუქტურით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ინგა ქარდავასთან, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების...
სენაკის 20 საჯარო და 6 კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო და 6 კერძო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, მუნიციპალიტეტის პირველ, მესამე, კოტიანეთის სკოლებსა და კერძო სკოლა ლიცეუმში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნანა ზარანდიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის...
გიორგი ამილახვარი საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...
“ოცნების” სენაკის ორგანიზაციას ვახტანგ გადელია უხელმძღვანელებს
"ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები სენაკში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს. დღესვე, კონფერენცია გაიმართება ფოთში.
წარჩინებული სტუდენტები 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა...
სენაკში ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და სამსახურის სპეციალისტებთან - გვანცა მალანიასთან და ლატავრა თოდუასთან ერთად, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მერთან შეხვედრისას არაერთი ინიციატივა გააჟღერეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერის სათათბირო ორგანომ - ახალგაზრდულმა საბჭომ...
სენაკში 100%-იანი გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს, ასევე, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა. მუნიციპალიტეტის მერმა, ახალგაზრდებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს,...
სენაკის თეატრი 143-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 143 - ე სეზონი იხსნება. "დღეს შედგა დასის კრება, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ და თეატრის დირექტორმა ირაკლი ადამიამ წარადგინეს სამომავლო შემოქმედებითი გეგმა. მოემზადეთ საპრემიერო სპექტაკლებისთვის და საინტერესო თეატრალური სეზონისთვის."-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის გზის 76-86 კმ-ზე, სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სენაკში, ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 76-86 კმ-ზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდბოგირების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას. პროექტის ღირებულება 12 687 614 ლარს შეადგენს.