სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

სენაკში, სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სრულად რეაბილიტირდა და კეთილმოეწყო სამშობიარო სახლის შენობა, სამედიცინო პერსონალს შეექმნა ღირსეული სამუშაო გარემო. უწყების ცნობით, იგეგმება დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურით აღჭურვა. სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური...

ახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს. ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საფასურები იგივე დარჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი...

3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

2026 წელს პენსია გაიზრდება

მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომავალ წელს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20...

მერმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ გადელიამ სენაკელებს გააცნო მერობის პერიოდში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით. სენაკის მერმა ასევე წარადგინა მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები...

30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიასა და ნოდარ კანკიას ხსოვნას და გმირების ბიუსტები ყვავილებით შეამკეს. სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა...

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...

ზემო ჭალადიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გოლასკური - ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით - 631 578 ლარი. უწყების ცნობით, ასევე - ზემო ჭალადიდის ცენტრიდან საგვიჩიოს მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის I და II ეტაპის სამუშაოები, საერთო ღირებულებით - 804 490 ლარი. პროექტები საქართველოს რეგიონებში...

სენაკში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება. უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე. სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები...