სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 13 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 183 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 49. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 41 კოვიდ პაიენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 48 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი....
სენაკში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 83 წლის ქალი და 84 წლის მამაკაცია. ორივე სენაკის მცხოვრები იყო. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 622 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 710, პისიარტესტით – 9 952.