“ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია”…

„გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია. ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის. ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს“, — ეს სიტყვები არნოლდ ჩიქობავას ეკუთვნის.   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული...

გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე მოსაუბრეები

მუზეუმში დაცულია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. დაფუძნების თარიღი: 1959 წელი. საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 2000-მდე ექსპონატი. მათ შორისაა: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სანაყები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, ნეოლითის პერიოდის სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის...

აიადან ნოქალაქევამდე

 ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით. ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ავტორი წერს: " ნაქალაქარი განლაგებულია მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად...

შხეფის ციხე – დადიანების “ჯიხა-ოხორ”

ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს სახელთანაა დაკავშირებული შხეფის ციხის ისტორია. მემატიანე ამბობს, რომ შხეფი ამ სამეფოს დაცვის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო. მედია წერს: "ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ...