“ოცნებამ“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. “დღეს, ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას....

29 აპრილს სენაკში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, ...

სენაკში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს-მერია

სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეციალური ტექნიკა და ა(ა)იპ "სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი". ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.

სენაკში შეხვედრა გაიმართა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში მორიგი სწავლება ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე...

26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ფოტომარათონზე გელოდებათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....

სენაკში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი. სენაკის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთო კრებები, გეჯეთის, ნოსირისა და მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართული შეხვედრებით დასრულდა. განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია...

სეისმური მონიტორინგის ცენტრი-მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია. “თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე,...

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქალი გარდაიცვალა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა. სენაკის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 738 000 ლარია გამოყოფილი. პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ზემო ჭალადიდში, თეკლათსა და ახალსოფელში,...

თურქეთში მიწისძვრას სენაკელი ქალი ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეც ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე ქალია. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. ინფორმაციისთვის: მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.