ცესკოში 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს

29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს დღეს ცესკოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას არეგულირებს. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის,...

გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

სენაკელი ფალავანი, გიორგი ჩხიკვაძე, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (U23), გიორგიმ, 72კგ წონით კატეგორიაში, რუმინელი იგორ ანდრეი ბოტეზი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სენაკში რეაბილიტირდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის შენობა

სენაკის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ისტორიული შენობა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წლების შემდეგ, პირველად, სრულად განახლდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა; რეაბილიტირდა სასწავლო ოთახები, კეთილმოეწყო დერეფანი, ასევე განახლდა მცირე საკონცერტო დარბაზი. ახლადრეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობა ხელოვნების...