ცესკოში 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს

  • 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს დღეს ცესკოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას არეგულირებს.

ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის, წინასწარი შედეგების გამოცხადების, ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლის და ყველა იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომლის განხორციელებას ადმინისტრაცია აღნიშნულ არჩევნებზე გეგმავს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სიახლეებისა და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ახალ ფორმატში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გაიმართა.