სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.

სილოვან შამათავას ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სანიაღვრე არხზე არსებული ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკში, სილოვან შამათავას ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სალიანდაგო ხიდის ქვეშ, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხზე არსებული ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 197 724 ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც შპს "მენათი" ახორციელებს, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.

გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა

საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის წარმატება

ზუგდიდში, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის რეგიონალური ეტაპის თამაშები ბადმინტონში. სენაკის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულმა, ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საწყის ეტაპებზე ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა და შეჯიბრების ფინალში გადავიდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის სამეგრელო ზემო სვანეთის ჩემპიონის ტიტული წილად ხვდა ნოსირის...