ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის წარმატება

  • ზუგდიდში, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის რეგიონალური ეტაპის თამაშები ბადმინტონში.

სენაკის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულმა, ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საწყის ეტაპებზე ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა და შეჯიბრების ფინალში გადავიდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის სამეგრელო ზემო სვანეთის ჩემპიონის ტიტული წილად ხვდა ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს. ჩემპიონებმა ზონალურ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის მეორე ადგილზე ნოსირის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი გავიდიდა.

26 მარტს კი, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის რეგიონალური ეტაპის აქტივობას ხელბურთში, სენაკის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.