პოლიეთილენის ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი დასუფთავდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა, პოლიეთილენის ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი დაასუფთავეს. ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა იყო ჩართული.

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 3 აპრილს დაიწყება

3 აპრილს, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება. სენაკის მუნიციპალიკტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით, მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მენეჯერმა, გიორგი კვარაცხელიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის...