სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის და სენაკის საპატიო მოქალაქის, დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის...
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების...
სენაკის მუნიციპალიტეტში სამი ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 10,3 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ასევე ქალაქ ფოთში და...
სენაკში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, 9 აპრილს დაღუპულთა...
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
როკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი...
სენაკში მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სენაკში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და...
ე.წ. “სოციალურ პურზე” ფასი 10 თეთრით შემცირდება
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...
გამჭვირვალობა: ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სენაკის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სენაკის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. "სს “არქეოპოლისმა” 2023 წელს ორ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 5 251 682 ლარი შეადგინა. ვახტანგ გადელია სენაკის მერად 2021 წელს აირჩიეს. ამის შემდეგ მისი ბიძის კომპანიამ სენაკის მერიის 9...
გიორგი ხახუბია: დიდი იმედი მაქვს ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების მხარდაჭერის
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ხახუბია თავის ფეისბუქგვერდზე წერს: “ჩემთვის გამორჩეულად ემოციური და პასუხისმგებლობით სავსეა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა. ეს არის შესაძლებლობა გადავიბარო საქმე, რომელსაც ირაკლი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა. მე კარგად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის თითოეული განხორციელებული პროექტი და...
ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...