ბავშვთა დაცვის დღე სენაკში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკში, საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა უმასპინძლა, სადაც ტრადიციული საზეიმო კონცერტი გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, პლენერი და სახეზე ხატვა მოეწყო. სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი, ხელოვნების ცენტრის...