ბავშვთა დაცვის დღე სენაკში

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკში, საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა უმასპინძლა, სადაც ტრადიციული საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, პლენერი და სახეზე ხატვა მოეწყო.

სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაეთმო, სადაც თემატური კონცერტი გაიმართა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ტურნირი – 7- დან 9 წლის ასაკის საფეხბურთო გუნდების შორის.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საბავშვო გასართობი ატრაქციები და ქაფის შოუ.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.

აქტივობები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და მუნიციპალური აიპების – სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების, ხელოვნების ცენტრის, მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.