სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, სავარაუდო ღირებულებით - 6 მილიონ 901 099 ლარის ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე: ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით - 2 387 724 ლარი; ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - ე.წ ,,მეგობრობის'' ქუჩის რეაბილიტაცია...