სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

  • გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, სავარაუდო ღირებულებით – 6 მილიონ 901 099 ლარის ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე:

ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 2 387 724 ლარი;

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – ე.წ ,,მეგობრობის” ქუჩის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით -1 225 057 ლარი;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკობიოს უბანში, გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 423 989 ლარი;

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში – გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 1 379 038 ლარი;

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ჯოლევის უბანში, ბეტონის საფარის მოწყობა – სავარაუდო ღირებულებით – 118 636 ლარი;

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სკურიას უბანში, გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით -181 314 ლარი;

ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საკუჭავოს უბანში, გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 53 100 ლარი;

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჟვანიო-ისულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 446 964 ლარი;

ზემო ნოქალაქევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – სავარაუდო ღირებულებით – 560 314 ლარი;

ჯიხას ქუჩის ბოლოში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – სავარაუდო ღირებულებით – 124 963 ლარი;

პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში არსებული კონტრაქტები კი ასე ნაწილდება:

ქალაქ სენაკში, სტალინის ქუჩის მეორე შესახვევის ასფალტირება, ღირებულებით – 341 658 ლარი;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ჭალეს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 534 459 ლარი;

ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 474 722 ლარი, ტენდერში – ს.ს. ,,არქოპოლისმა“ გაიმარჯვა და პროექტების განხორციელებას, ღირებულებით – 1 350 840 ლარი, უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.

საკალანდარიშვილოს სასაფლაოზე საყრდენი კედლისა და გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 74 142 ლარი;

გეგელიას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 11052 ლარი;

ჭალადიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 106 622 ლარი;

ჯიხას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირულებით – 11 328 ლარი;

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა, ღირებულებით – 31 651 ლარი, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,მშენებელი“, რომელიც პროექტის შესრულებას 2024 წლის ივნისის ბოლომდე დაასრულებს.

პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.

ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის შენობის სახურავის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა, ღირებულებით – 39 901 ლარი;

აკაკი ელიავასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 137 868 ლარი, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,აფო“ და უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს