გახომელაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელაში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 599 743 ლარი შეადგინა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე განხორციელდა: ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ნოქალაქევის საბავშვო ბაღში ჭაბურღილი მოეწყო, რითაც წლების მანძილზე არსებული მწვავე პრობლემა მოგვარდა. პროექტის ღირებულებამ 10...

ლუკა ოჩიგავამ საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

სენაკელმა ფალავანმა, ლუკა ოჩიგავამ საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მესამე ადგილი დაიკავა. ლუკა ოჩიგავა საქართველოს სამგზის ჩემპიონია და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული.

სენაკის მუნიციპალიტეტს 45 ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება

სენაკის მუნიციპალოიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში“, სენაკის მუნიციპალიტეტს, 45 ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება, რისთვისაც, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარია გამოყოფილი. უწყების ცნობით, პროგრამა, ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებასთან ერთად, უზრუნველყოფს თვითმმარველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას და ხელს უწყობს მათ დასაქმებასაც. "2021 - 2023 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე...

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომის მონაწილეები გაეცნენ კომისიის მიერ სამოქალაქო ინიციატივის - "დაარღვიე სიჩუმე - შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებს: ამ ეტაპზე, შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, პროექტის - "არტ-თერაპია“ ფარგლებში, ბავშვთა...

მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზა მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ (რეკა-ბათარია) გზაზე, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 541 652 ლარი შეადგინა.

შეხვედრა გაიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, კოტე ბასარია, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის...

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ირაკლი ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებას განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ბაზის ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, საცხოვრებელი კორპუსები, მშენებარე ობიექტები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბრიგადის სამხედრო ტექნიკა, განახლებული ავტოპარკი და ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი დაათვალიერა. "თავდაცვის მინისტრი,...

ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება სენაკში

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება მის მშობლიურ ქალაქ სენაკში. სენაკში დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება. შარტვას ბიუსტთან დილიდან მოდიან და პატივს მიაგებენ სენაკელები. დღესვე სენაკში გაიხსნა ეროვნული გმირის ცხოვრებისა და...

ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სენაკში ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სენაკში ღონისძიებები გაიმართება. სენაკის მერია ღონისძიებებს 11:30 დან დაიწყებს. 11:30 საათი – თემატური ღონისძიება – ,,ჟიული შარტავა 80″, ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა – ჟიული შარტავას მუზეუმი. 13:30 საათი – ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი...