შეხვედრა გაიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, კოტე ბასარია, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების ადგილებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილ პროექტებზე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ მდგომარეობასა და აქ მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

+8