სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ანსამბლ „ოდოიას“ ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა მუზეუმის სპეციალისტმა, დამირ კუჭავამ. პრეზენტაციის იდეა ეკუთვნის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკს, ლალი გულუას. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ანსამბლის დაარსების ისტორიასა და მიღწევებზე.

