- სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ანსამბლ „ოდოიას“ ფონდის პრეზენტაცია გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა მუზეუმის სპეციალისტმა, დამირ კუჭავამ.
პრეზენტაციის იდეა ეკუთვნის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკს, ლალი გულუას.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ანსამბლის დაარსების ისტორიასა და მიღწევებზე.

