დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე წირვას დაესწრო სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. ღვთისმსახურების დასასრულს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლი დალოცა და საჩუქრად ხატები გადასცა. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

