- დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე წირვას დაესწრო სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში.
ღვთისმსახურების დასასრულს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლი დალოცა და საჩუქრად ხატები გადასცა.
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

