სენაკში უფასო სამედიცინო სკრინინგისა და ვაქცინაციის აქცია გაიმართება

12 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს უფასო სამედიცინო გამოკვლევებითა და პრევენციული ჯანდაცვის სერვისებით. სამედიცინო აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაღალკვალიფიციური ექიმების მონაწილეობით, მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება...

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი იწყება

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ბოლო ეტაპი 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, უნდა დააფიქსირონ არჩევანი იმ ერთ პროგრამაზე, რომელზეც სწავლის გაგრძელებას აპირებენ. არჩევანის გაკეთება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს. გამოვლენილი დარღვევების გამო გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი ღონისძიებები. ინსპექტირებისას შემოწმდა რამდენიმე ბიზნესოპერატორი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ (რუსთაველის ქ. N180) — დაფიქსირდა ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები. ი/მ „დ....

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი სენაკის მუნიციპალიტეტშიც გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ადგილზე მოქალაქეების მიერ უკანონოდ იყო მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე გამოვლინდა მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული მორებისა და საშეშე მერქნის სატრანსპორტო საშუალებებით უკანონო გადაზიდვის ფაქტები. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ჩატარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის...

სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 1 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ბრალდებულმა თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა მეგობარ ქალს, რომელიც...

5 ნოემბერს მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში ზოგან – ძლიერი ინტენსივობით. სინოპტიკოსთა პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ამასთან, გორაკ-ბორცვიან და...

სენაკის მერია: რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი შენობის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე №227-229 მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის ფასადი და კარ-ფანჯრები, რის შედეგადაც კორპუსმა ახალი იერსახე მიიღო. სამუშაოების ღირებულებამ 102 578 ლარი შეადგინა. მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოები...

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

სენაკელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნარგიზ თავართქილაძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიპოვა.

პროექტი „გმირის დღე“ სენაკში – მოსწავლეების საგანმანათლებლო ექსკურსია ნოქალაქევში

საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით წამოწყებული პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საგანმანათლებლო ექსკურსია და საუბრები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქტივობაში სენაკის მე-7 და ნოქალაქევის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები გაეცნენ VI საუკუნეში ეგრისის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მეფე...