ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თეკლათთან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკის სოფელ თეკლათთან. მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

საქართველოს რკინიგზა სააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისები 29, 30 აპრილსა და 1 მაისს დაემატება. თბილისიდან მატარებელი დილის 08:30 საათზე გამოვა და დანიშნულების ადგილას 13:15 წუთზე ჩავა. ასევე, სენაკიდან დაიძვრება 13:50 საათზე და დედაქალაქში 18:40 წუთზე ჩავა. ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.

სენაკში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სენაკის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 64 წლის ქალბატონი. პაციენტი “ლაზიკამედის” კლინიკაში მკურნალობდა. დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 241 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 446, „პისიარ“ ტესტით – 12 795.

სენაკის მერიამ და წითელმა ჯვარმა სოციალურად დაუცველებს სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროგრამა -"საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის”, გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდათ. თანადგომის აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი...

სენაკელმა მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობაზე სამი მედალი მოიპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ რუსთავში, ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, 13-14 აპრილს გამართულ საქართველოს პირველობის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სენაკელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს. ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ასეთია სენაკელ სპორტსმენთა შედეგები. 72 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ჩვენმა წარმატებულმა სპორტსმენმა გიორგი ჩხიკვაძემ, რომელმაც საერთაშორისო და რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე, არაერთგზის ასახელა...

სენაკში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს.

სენაკში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კორონავირუსის ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი სენაკში ფიქსირდება. "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ინფიცირების გამოვლენა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 60 შემთხვევა. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სენაკის ერთი საჯარო...

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში

დღეს, სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 2 დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-გადაზიდვის ბრალდებით თბილისი-სენაკის გზაზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ო.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა ო.რ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე...

სენაკში სუპერმარკეტი გაქურდეს

სენაკში სუპერმარკეტი გაქურდეს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა. ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.